რუსლან აბაშიძე ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობას დაესწრო

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია პირველობაზე შეჯიბრი გაიმართა. I ადგილები აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ანასტასია ცანავამ (ხმალი - გოგონები) და ლუკა კაჭარავამ (დაშნა - ბიჭები) დაიკავეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

შეჯიბრი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობენ. აფხაზეთის ღია პირველობა 31 მაისს დასრულდება.