აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოფელ ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილმა 54 მოზარდმა შემეცნებითი და გასართობი ტრენინგები გაიარა. პროექტში მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.