
ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-05-03

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას სენაკის სამედიცინო ცენტრ “დიომედში” მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდა, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში ხობსა და აბაშაში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ტრანსპორტირება ადგილობრივმა მუნიციპილატიტეტებმა უზრუნველყო.
აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-05-02

ნათია ფარცვანია დასავლეთ საქართველოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს შეხვდა
სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში პოლიკლინიკების თანამშრომლებთან სამუშაო და გაცნობითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიკლინიკების სამომავლო განვითარების გეგმებზე, მათ შორის, დევნილი მოსახლეობისთვის პირველადი ამბულატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების აუცილებლობაზე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-04-19

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელ გიორგი დათუაშვილთან ერთად, თბილისში, კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულების პერიოდში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და ჩვენი ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სააღდგომო ნობათების გადაცემა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხადაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-04-14

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ მჭედლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას.
შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და „საზოგადოება ილია მართალის“ დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-04-11

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნათია ფარცვანია წარადგინა.
ნათია ფარცვანიას განათლება მიღებული აქვს ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით.
მას ჯანდაცვის სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში ის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში პერსონალის მართვის და ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა.
ნათია ფარცვანიამ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნინო დოხნაძე შეცვალა.
ლაშა ქარდავამ სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ყოფილ გენერალურ დირექტორ ნინო დოხნაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-04-01

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის აქტიურად გაგრძელდება მსგავსი აქციები.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-03-21

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა არსებული საჭიროებები და სამინისტროში მოქმედი პროგრამები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ბავშვებს თანამშრომლებთან ერთად საჩუქრები გადასცა. ასევე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერ კომპანიას.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-03-03

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს ჩაჩავას კლინიკაში გინეკოლოგიური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთი პათოლოგიის დროულ გამოვლინებასა და მათ პრევენციას.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მერაბ მარაქველიძემ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა, სიმბოლურად ყვავილები გადასცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2025-01-23

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრს“, შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს“, და შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ,საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ მოაწერეს.
“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარება და ახალი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მემორანდუმის გაფორმების მიზანი აღნიშნულს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება”- განაცხადა მერაბ მარაქველიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის მომსახურებას ფასდაკლებით და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას.
შეხვედრის მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2024-12-30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
“აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დროებით 1500-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი დაურიგდა. მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების მხარდაჭერა, რასაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ. ასევე, დროებით დევნილ მოსახლეობას გადავეცი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს”-განცხადა ლაშა ქარდავამ.
ბროშურაში 2025 წლის პროექტებთან და პროგრამებთაბ ერთად მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.
