აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

,,ძმანო და დანო!
საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ღვრაში პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!"
 
სიმბოლურია, რომ ამ სიტყვების ავტორი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა. მერაბ კოსტავა იყო ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი. ის იყო მაგალითი, იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
 
საქართველომ, 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, ქართველი ერის უდიდესი ძალისხმევისა და საოცარი ერთობის შედეგად შეძლო 1991 წლის 9 აპრილს აღედგინა დამოუკიდებლობა, რასაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი დაედო საფუძვლად.
 
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგანაც დამოუკიდებლობა - ერთად ბრძოლის, საერთო ძალისხმევისა და საზოგადოების გმირობის შედეგად მიიღწევა და იმ ადამიანთა მხრებზე დგას, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას.
 
დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, განსაკუთრებით გვმართებს იმ ღირებულებების ერთგულება, რისთვისაც ოდითგანვე იღწვოდა ქართველი ერი და მშვიდობიანი გზებით გავაგრძელოთ ბრძოლა ეროვნული თვითმყოფადობისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის.
 
მჯერა, რომ ისტორიული კანონზომიერება სრულად აღდგება და მშვიდობიანი პოლიტიკითა და სახელმწიფოს განვითარებით, შევძლებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ღირსეულ ადგილის დავიმკვიდრებას, პროგრესული, თავისუფალი დასავლური სამყაროს გვერდით.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!