აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2018 წლის 26 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ". აგრეთვე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი და 2018 წელს აფხაზეთის  მთავრობის სხდომებზე განსახილველ  საკითხთა ნუსხა.

2017 წლის 10 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ნუგზარ კვაშალს, ინგა ბერაძეს, გიგი გეგელაშვილს და ანსამბლ „დიოსკურია"-ს ხელმძღვანელს დავით ოკუჯავას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნული სიგელები მათ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის დადგენილების პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" შექმნის შესახებ".

2017 წლის 30 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" განიხილეს. ასევე,  სხდომაზე მოისმინეს  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესახებ.

2017 წლის 6 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგის განხილვამდე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ოთხი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, დავით დოლიძეს, თამარ ბარამიას, თამარ ჩითინაშვილსა და თეონა მჭედლიშვილს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადასცა. აღნიშნული სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დააწესა. სტუდენტებს ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა მოეთხოვებათ.

სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ რიგ სსიპ-ში ჩატარებული საბიუჯეტო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და ხარჯვის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაცია მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად. განხილულ იქნა აუდიტის ანგარიშში მითითებული დარღვევა-ნაკლოვანებები. სსიპ-ებისა და მათივე მაკონტროლებელი ორგანოების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალება უზრუნველყონ აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განუხრელი შესრულება.

სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაცია შესაბამის სსიპ-ების ხელმძღვანელებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ.

2017 წლის 22 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 2016-2017 სასწავლო წლებში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების შედეგების შესახებ. აგრეთვე მოისმინეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ „ბიზნესინკუბატორის" მიერ აფხაზეთის მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ ინფორმაცია. განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნები.

მთავრობის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს სახალხო არტისტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს, ქართულ-აფხაზური ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

2017 წლის 28 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ. აგრეთვე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2016-17 სასწავლო წლის შედეგებისა და 2017-2018 სასწავლო წლის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

2017 წლის 19 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და 2018-2021 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიებისა და საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიების მიერ 2017 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები.

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვლიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ „ბიზნესინკუბატორის“  დირექტორმა ალუ გამახარიამ წარმოადგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

2017 წლის 29 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მათ სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და იერარქიულ რანგებში გადანაწილების წესის შესახებ“.

2017 წლის 15 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“, აგრეთვე იმსჯლეს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

2017 წლის 25 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2017 წლის 11 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპატრამენტის ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობისა და მასში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ.

აგრეთვე მოისმინეს ინფორმაციები ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მათზე რეაგირების შესახებ და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებისა და მასში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის  როლის შესახებ.

2017 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის ქონების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების საქმიანობაზე კონტროლის მდგომარეობის შესახებ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა მთავრობის სხდომაზე სპეციალურად მოწვეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვითი პროგრამების რეგულაციის მდგომარეობისა და ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მდგომარეობის, პრობლემებისა და მისი გადაჭრის ცალკეული მიმართულებების შესახებ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის მდგომარეობის შესახებ.

2017 წლის 31 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზური ენის პროპაგანდის, შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში არსებული მდგომარეობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აფხაზეთის სამართლებლივი აქტების სხვა პროექტები.

2017 წლის 17 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია აფხაზური ენის პროპაგანდის, შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში არსებული  მდგომარეობის შესახებ.

2017 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ" და „აფხაზეთის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ".