აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2018 წლის 24 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგების შესახებ. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები.

მოისმინეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობისა და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ანგარიში 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ.