აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2018 წლის 13 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი.

მოისმინეს ოკუპირებული გალის რაიონში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იქ არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე.