აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის” საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ. საგრანტო ხეშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და კავშირ-ასოციაცია „აგორას” ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ.

პროექტი უზრუნველყოფს სასათბურე მეურნეობის მოწყობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ტერიოტირაზე. იაპონიის მთავრობა გამოყოფს სახსრებს სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და ასევე დაფარავს მეურნეობის მიმდინარე ხარჯებს საწყის ეტაპზე. გრანტის მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

პროექტი ხელს შეუწყობს სოფელ რიყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მათი ოჯახებისთვის და შეამცირებს უმუშევრობას. პროექტის ღირებულება 92,622 აშშ დოლარს შეადგენს. გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების