აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ტრენინგები ზუგდიდში

როგორც ცნობილია  ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

        ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის მცირე მწარმოებელიც, იყოს ჩართული განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი „კენკროვანი კულტურები“-სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს.         

          საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გრძელდება მოსახლეობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები. მ.წ. 1-6 ივლისს  USAID/Zrda-ს მოწვევით საქართველოს სტუმრობდნენ კენკროვანი კულტურების ცნობილი სპეციალისტები, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები კარლოს გარსია-სალაზარი და ანამარია ომეზ-როდასი  (Carlos Garcia-Salazar, Anamaria Gomez-Rodas). ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე „კენკროვანი კულტურების წარმოება და ბაზრის მოთხოვნები“ (თეორიული ნაწილი-„ზუგდიდის ტექნოპარკში“, ხოლო პრაქტიკული ხასიათის მეცადინეობები - აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინინიციატივით ჩამოყალიბებული სანერგეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რაიონში მცხოვრებმა დევნილებმა აფხაზეთიდან, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა, აგრეთვე სსიპ-გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს სპეციალისტებმა.

              ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ. ე.წ. „გამყოფ ხაზთან“ მდებარე სოფლებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იგპ-თა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით შესდგა სამუშაო შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებში ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“

 17 მაისს აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა ფერმერებმა და დევნილი მეფუტკრეების  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კოდორი 2015“, რომლებმაც წარმოადგინეს მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია

  აფხაზეთობის კვირეულის დაწყება მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.

  ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.

  18 მაისს დეპარტამენტის სპეციალისტები ეწვიენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხში არსებულ სასათბურე მეურნეობას და ლურჯი მოცვის სანერგეს, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ა/რ მტავრობის მხარდაჭერით და დასაქმებული არიან აფხაზეთიდან დევნილები. დეპარტამენტის სპეციალისტები გაეცვნენ სასათბურე და სანერგე მეურნეობის ფუნქციონირებას, არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს.

ჩაისა და თაფლის ფესტივალი

         5 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაცია და   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალი რეგულაციები, რომლის მიზანია აგრარულ სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 13 კომპანიის წარმოდგენლებს გადასცა ხარსხის სხვადასხვა ნიშნები.

            ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები, კერძოდ კოოპერატივმა „კოდორი-20015“ წარმოადგინა თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო ფესტივალის სტუმრებისა და სპეციალისტების მხრიდან.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ვეტ-სპეციალისტებს პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ჩაუტარდათ

        აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის პროგრამის „ ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათ საწინააღმდეგო ღონისძიებების“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 აპრილს, დეპარტამენტის ვეტ-სპეციალისტებმა გაიარეს პრაქტიკული და თეორიული ტიპის ტრენინგი სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვების და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საგნების სრული სპექტრის ქარხანაში - შპს „როქი.  ვეტ-სპეციალისტებმა დაათვალიერეს წარმოების პროცესი და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვეტ-პრეპარატების მოხმარებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში ტრენინგ-სემინარი გაიმართა

      დევნილ მეფუტკრეთა მიერ შექმნილი კოოპერატივი „კოდორი 2015“ აგრძელებს მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის განხორციელებას. აღნიშნული ტრენინგ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრაქტიკული ხასიათის სემინარს საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში, რომელიც  მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისთან. პრაქტიკულ სასწავლო კურსს უძღვებოდა დამსახურებული მეფუტკრე და დარგის ექპერტი-დემურ დარსანია.
     ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. პრაქტიკული სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.
 

საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

        საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია  გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ საჯარო შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 აპრილს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ქ. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულმა დევნილებმა, ასევე, მათმა წარმომადგენლებმა ფოთიდან, სენაკიდან და წალენჯიხიდან. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის წარმომადგენლებიც.  
      დეპარტამენტის სპეციალისტებმა დაინტერსებულ პირებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის მიზნების, მოთხოვნების, საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმისა და ბიზნეს-გეგმის შედგენის შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, პოტენციურ ბენეფიციარებთან განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა  და 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობას და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.
    საგრანტო პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა  მ.წ 1 აპრილს ქ.ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამეტის თავმჯდომარემ ვ.ბასარიამ  და   იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზ.ჩაჩავამ გამართეს ქ.ქუთაისში  დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში არსებული ამხანაგებობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განმარტებულ იქნება საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ შინაარსი და  ძირითადი მოთხოვნები.
    შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პროგრამის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რათა მაქსიმალურად იქნას მოცული საგრანტო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები.

ქ. ქუთაისში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა- „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“ გაიმართა

   მ.წ. 1 აპრილს ქ.ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტმა მეწარმე-სუბიექტმა, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილმა მეფუკტრეებმა.

   შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც მავნებლის წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრეს.

   შეხვედაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა

              საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერ ბასარია.
            შეხვედრაზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გეგმასა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზე იმსჯელეს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის კონცეფცია წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გრანტები გაიცემა. სააგენტო დროებითი საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პროგრამაში ასახავს.

12 მარტს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, თხილის მოყვანა-რეალიზაციის სფეროში დასაქმებული ი.გ.პ-თათვის ტრენინგი გაიმართა

        აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რომლის მიზანია თხილის მოყვანა-რეალიზაციის სფეროში დასაქმებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერთა დახმარება, მათი შემოსავლის წყაროების გაზრდის მიზნით.

           ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ჩატარდა  ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ზემოაღნიშნული კატეგორიის ფერმერთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მათი ცოდნის ამაღლება, ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა ჯემალ ჩახაიამ, საუბარი შეეხო საკითხის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, ასოციაციის სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა.

          ტრენინგი გაიმართა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის „2019 წლის თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში. მისმა შინაარსმა და ფორმამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ამ ტიპის ღონისძიებების მონსწილეობის გაგრძელების შესახებ. სწორედ

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოს პერიოდში, დაგეგემილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერთა უფრო მეტს ნაწილს, მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათი საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდას.