აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილ მეფუტკრეთა მიერ დაარსებული კოოპერატივი „კოდორი 2015“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე კამპანიის "მოითხოვე ქართული"-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე

2017 წლის 24 დეკემბერს ქარვასლაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მიმდინარე კამპანიის "მოითხოვე ქართული"-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქართული მეფუტკრეობის პრიდუქციის მწარმოებელი კოოპერატივი "კოდორი 2015". ღონისძიების მიზანი და ამოცანა იყო ქართული პროდუქციის გაყიდვების ზრდის წახალისება და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაცია. კოოპერატივი "კოდორი 2015"-ს მიერ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მეფუტკრეობის ყველა სახეობის ქართული მონოფლორული (აკაციის, წაბლის, ცაცხვის, სუროს, ოქროსწკებლას), ალპური ზონის,  მინდვრის და ტყის პოლიპლორული თაფლი, ასევე თაფლის კომპოზიციები სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებით (ნიგოზი, თხილი, ნუში, მრავალი სახეობის ჩირი - ბანანი, კივი, გარგარი, შავი ქლიავი), აგრეთვე თაფლის ღვინო და არაყი. აღნიშნულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.კოოპერატივი "კოდორი 2015" დაჯილდოვდა საპატიო სერთიფიკატით "ქართული პროდუქციის ერთგულებისთვის".