აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავარი სტრუქტურა ანალიტიკა კონტაქტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშით წარსდგა

2018 წლის 18 მაისის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე, დისკუსიის ფარგლებში თემაზე, „ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და მათზე რეაგირების მექანიზმების ამოქმედებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობის შესახებ“ მოსმენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონ ი. კოპალიანის ანგარიში. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ და საკითხის განხილვაში  მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსმა ა. ხაზალიამ, მთავარმა სპეციალისტმა ვ. ბარკალაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა ზ. მებონიამ, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურისტმა ნ. ჯალაღონიამ.

სხდომაზე განხილულ აფხაზეთის ოკუპრიებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები და ამ მიმართულებით მუშაობაში იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კოორდინირებული ჩართულობის აქტუალური საკითხები.
განხილულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულმა სხდომამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.