აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სსიპ -აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ -აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - სალომე დოლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა - თამარ მესხიძემ.

მემორანდუმის მიზანია სსიპ -აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის - „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და განხორციელება, რომლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ ახალგაზრდებს ინტერესებიდან გამომდინარე საშუალება ექნებათ ჩაერთონ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, თვითდასაქმების ხელშეწყობას, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და ინტერესის სფეროში დახელოვნებას.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - კაკო ძნელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განყოფილების უფროსებმა და მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია იმ პროგრამებზე, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ.

პროგრამებისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია დაიდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ გვერდზე.