აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციას და მინისტრის პირველ მოადგილეს გურამ მისაბიშვილს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა უმასპინძლეს

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა მხარდაჭერის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას და მინისტრის პირველ მოადგილეს გურამ მისაბიშვილს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარების დროულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ თურქეთის სახელმწიფოს, საელჩოს და თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობის სახელით სამინისტროს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა მეზობელ სახელმწიფოებს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და რთული ვითარებისას საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებაზე.

„2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად ჩვენი სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობა და ერთსულოვნება, წარმოადგენდა წმინდა მეგობრულ აქტს და ყველა ჩვენგანის განცდას, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა განსაკუთრებულად ვგრძნობთ.

ჩვენს ქვეყნებს წლების მეგობრობა აკავშირებს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ. ყოველთვის მოხარული ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ძმობას გააძლიერებს.“- დავით ფაცაცია.

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა 6000 ლარის ოდენობის თანხა გაიღეს.