აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აგრძელებს შეხვედრებს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილეებთან - გურამ მისაბიშვილთან და იგორ კოპალიანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ წინწყაროში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროებების შესაბამისი სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად მათგან მოგვესმინა ის გამოწვევები, რომლებიც სოფელ წინწყაროში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას და გაგვეზიარებინა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია და მათთან ერთად დასმული საკითხები აუცილებლად ხდება ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი.“ - დავით ფაცაცია