აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან და სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ნათია კოპალიანთან ერთად, ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ქეთევან ხურციძეს სახლში ესტუმრნენ, მის საჭიროებებს გაეცნენ და შშმ პირის ეტლი გადასცეს.

ქეთევან ხურციძეს შშმ პირის ეტლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა, მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა და მოხარული ვარ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - დავით ფაცაცია