აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ ფოთში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ანზორ მარგიანთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობით, უკვე განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი მოგვარების გზები დასახეს.

გრძელდება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.