აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.