აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თათბირი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

ამა წლის 26 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან თათბირზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია ერთი კვირის მანძილზე დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ასევე განხილულ იქნა საახალწლო-საშობაოდ დაგეგმილი ღონისძიებების, ქ. თბილისში ილორის წმიდა გიორგის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის, დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კრებსითი ანგარიშის მომზადებისა და სხვა მიმდინარე საკითხები.