აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2016 წლის 18 ნოემბერს გაიმართა დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო – საატესტაციო კომისიის სხდომა

დღეს,  12.00 საათზე   გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო – საატესტაციო  კომისიის სხდომა დღის წესრიგით:

1)   მიმდინარე წლის 01 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge)  მეშვეობით დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით დასაკავებელი  ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე შემოსული განცხადებების განხილვა.

2)  კონკურსის მეორე ეტაპის – ტესტირების ჩატარების პროცედურის განსაზღვრა და კანდიდატების შერჩევა.

კომისიის მიერ, შემოსული განაცხადების განხილვის შემდეგ,  კონკურსის მეორე ეტაპის – ტესტირების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბერი  11.00 საათი.