აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრში’’ უფასო სარეაბილიტაციო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს აბასთუმანში, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში 20 დღიანი სამკურნალო კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები "ფილტვის ცენტრში" 20 დღიან უფასო სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან. ცენტრში ბენეფიციარებისთვის განკუთვნილია სამჯერადი კვება.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს ,რომელშიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია ჩატარდეს ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ფუნქციური კვლევა. ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი პალატა (ინდივიდუალური სველი წერტილით და საშხაპეთი) და შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროგრამის განსახორციელებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დევნილებს შეუძლიათ დაუკვაშირდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

ტელ.: 577092545 ელ. ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 16.