აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამინისტროში ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, 2020 წლის 22 სექტემბერს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ ყურადღება გაამახვილა არსებულ ეპიდ. მდგომარეობაზე და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს მოუწოდა მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ვირუსის გავრცელების პრევენციასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობა, მათ შორის: დევნილთა  ჩასახლების ობიექტებისათვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერებისა და სადეზინფექციო სითხის გადაცემის საკითხი, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა, ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემის პროცესი და სხვა მიმდინარე საკითხები. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებმა ასევე  წარმოადგინეს ინფორმაცია გაწეული საქმიანობის, მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.