აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქ. თბილისში, ჩუბინიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

  2020 წლის 25  სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  ქ. თბილისში  ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინიშვილის # 52-ში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს. ობიექტში ცხოვრობს 16 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი.  შენობა არ არის პრივატიზებული და შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაც არ არის შექმნილი. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  დევნილებს მიეწოდეს  ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებისა და მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ. ობიექტი გაზიფიცირებულია, ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული. შენობა სრულად სარემონტოა. მოსახლერობის მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართების დაკანონება ან სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ( ობიექტი გასახლებაზეა).

 მიმდინარე წელს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დახმარების პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტი და სააღდგომო ნობათი გადაეცა აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 3 მოქალაქეს.  2020 წლის 20 სექტემბერს ობიექტს  ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების და რეგიონული მართის სამსახურის უფროსის მოადგილე ქ-ნი ჯულიეტა მხეიძე და რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ზურაბ ხარაიშვილი.