აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბ. ჭანტურია ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია ზესტაფონში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში -ზესტაფონი, ყოფილი შენობა (მისამართი - ზესტაფონი, რუსთაველის #6. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ჩასახლება ორი კორპუსისაგან შედგება. კორპუსთან ძალიან ახლოს მდებარეობს ავტომანქანების თვითრეცხვის სერვისის ობიექტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და დიდ ხმაურს იწვევს. მოსახლეობა ითხოვს მუშაობის საათების დარეგულირებას.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.