აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში  (ბაგა-მაღის შენობა) მცხოვრებ დევნილებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  შეხვედრა გამართეს.  კოლექტიურ ობიექტში ცხოვრობს აფხაზეთიდან  დევნილი 6 ოჯახი, 24 პირი. 6 არის სოციალურად დაუცველი.

აღნიშნულ ჩასახლებაში არ არის შექმნილი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა’’. დევნილები ითხოვენ შიდა წყალმომარაგების  სისტემის გარემონტებას.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  კოტე ბასარია,  სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა და სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ აბლოთია