აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიან ბინას 249 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს დაექვემდებარება 1191 დევნილი ოჯახი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 და მეტი ქულა.          

„როგორც დევნილებისთვის ცნობილია, 2019 წელს ქალაქ თბილისში, ოროთახიანი ბინები განაწილდა 9 ქულიდან. 2020 წლის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, განახევრდა მონიტორინგს  დაქვემდებარებული ქულა და უკვე, 4,5 ქულიდან, 1191  დევნილი ოჯახის  განაცხადი  დაექვემდებარება მონიტორინგს.  იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა   სააგენტომ  რადიკალურად შეცვალა   განსახლების  წესი.   მიუხედავად ბინების რაოდენობისა, არ გაიზრდება  მონიტორინგს დაქვემდებარებული  ქულა. დადებითი პასუხის შემთხვევაში,   დევნილ ოჯახს მიეცემა  ადმინისტრაციული დაპირება,   ხოლო სააგენტო,  ადმინისტრაციული დაპირების  შესაბამისად, შეიძენს საცხოვრებელ სახლებს”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5000-მდე დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებგვერდებზე ქვეყნდება.

 

 https://idp.gov.ge/statement-21/