აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა გურიაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ. აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები), აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის განხორციელდა.