აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დედებს ,,კარფური’’-ს წარმომადგენლებთან ერთად დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ღონისძიებაში კომპანია ,,კარფური’’-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და ,,კარფურ ისთ ფოინთი’’-ს გენერალური მენეჯერი, ჯოზეფ კოჩანდრლერი მონაწილეობნენ.
სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
,,აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველ ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის დახმარებების გაწევა. სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დედის დღე მივულოცეთ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას’’-განაცხადა ლევან თევზაიამ.