აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამინისტროში დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის ერთჯერადი პროგრამა განახლდა

 

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის მატერიალურ დახმარების გაწევას შემდეგ კატეგორიებზე:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები, დედ-მამით ობოლი არასრუწლოვნები, სამი და მეტი არასრულწოვანშვილიანი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები, აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნები, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახები, მარტოხელა მშობელი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები.
ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის მოწმობის ასლი; ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა/დასკვნა უფლებამოსილი უწყებიდან, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში: ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16; ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).