აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილ პედაგოგს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ოჯახში ესტუმრა და იუბილე მიულოცა

წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ალექსანდრა კვანტალიანს 93 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრა კვანტალიანს აფხაზეთის დევნილთა, ასევე, განათლებისა და კულტურის სამინისტროების სახელით, ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის, მრავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ალექსანდრა კვანტალიანი გაგრაში, დაბა განთიადში 1928 წელს დაიბადა. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთგულად ემსახურებოდა განათლების სისტემას.