აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისში, პეკინის №41-ში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულ დევნილ ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტრომ „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ და „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში პეკინის №41-ში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ 33 ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია. მათ შორის 8 ოჯახს, სამი თვის განმავლობაში, დროებითი საცხოვრებლით (ქირის თანხით) უზრუნველყოფს.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად, კოორდინირებულად აგრძელებს მუშაობას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესასწავლად, დანარჩენი დაზარალებული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით.