აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნანა გაბელიას ინიციატივით აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
მინისტრის აპარატის პროექტი „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“, ითვალისიწინებდა არაფორმალურ გარეომოში შემეცნებით და სახალისო აქტივობებს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების, 15-17 წლის ასაკის ორმოცამდე მოზარდის, მონაწილეობით.
შეხვედრისას ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ამჟამად თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.