აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედ ასოციაციას „TODOS SOMOS NIÑOS“ (ყველანი ბავშვები ვართ) და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ის თანამშრომლობის ფარგლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა.
დევნილი ბავშვები ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ესპანეთში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.
ესპანეთში გამგზავრებამდე პროგრამის ბენეფიციარებს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ზალიკოს ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მიზანი, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების წევრთა მხარდაჭერაა.