აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დაბა შეკვეთილში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი წარმატებით დასრულდა.
რუსლან აბაშიძემ და გიორგი გაბედავამ ბანაკის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
კონკურსის წესით შერჩეული აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მონაწილეობდნენ შემეცნებით ტრენინგებში, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში. ამასთან ერთად, მათ შეისწავლეს ფოტო-ვიდეო გადაღების მონტაჟი, პროფესიონალური დრონის მართვა-გადაღება და ვიდეო კამერასთან მუშაობა.
პროექტის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მედია პროდუქტების მომზადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.