აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეხვედრა აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან

28 მაისს, ქ. ბათუმში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსთან - ავთანდილ ხაზალიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან გამართულ შეხვედრაში.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლმანეტის წევრები, ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა, ქართულ-აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე -კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

“ქართულ-აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს შეხვედრა ბათუმში შედგა. რადგანაც, სწორედ ბათუმი არის პირდაპირი ხიდი სოხუმთან, რომელიც აჭარაში მცხოვრებ აფხაზებზე გადის, ამიტომაც აფხაზებისთვის დღემდე ბათუმი და აჭარლები არიანი განსაკუთრებულად ახლოს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აჭარამ და ბათუმმა ომის დროსაც და მის შემდგომ პერიოდშიც განსაკურებული თანადგომა გამოხატეს აფხაზეთის საკითხის მიმართ, რაც დღემდე გრძელდება.

დიდ მადლობას ვუხდი შეხვედრების ორგანიზატორებს, რომლებმაც მოახერხეს სხვადასხვა სფეროსა და კულტურის წარმომადგენლების ერთად შეკრება და ჩვენს საერთო ტკივილზე ერთობლივი მსჯელობის გამართვა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ჩვენი დადებითი განწყობის, საერთო კულტურის, ხელოვნების, ტრადიციის საჩვენებლად და იმ ბარიერების დასანგრევად, რომლის აღმართვასაც რამდენიმე ათწლეულია მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ. მჯერა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციებით, შეხვედრებით, სხვადასხვა პროგრამებითა და პროექტებით შევძელებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთიანი საზოგადოების მშენებლობას.”- განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

აღნიშნული საკითხებისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის აუცილებელი, ერთობლივი პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისა და აფხაზი თანამოქალაქეების აქტიური ჩართულობით, მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზების მხარდაჭერას.