აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა

 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სამეგრელო-ზემოს ვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში დაესწრნენ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას: ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“., მათ ასევე სენაკის პარკში ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი,აფხაზეთში დაღუპულების, გენო ადამიას, ნოდარ კანკიას, გურამ გაბესკირიას ბიუსტები გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მოგვიანებით კი დაესწრნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც  იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა.
    წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით სოფ:ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზ ილია ლუკავამ აფხაზეთიდ ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი რამაზ აბლოთია, წალენჯიხის მერის მოადგილე გია ლუკავა და საკრებულოს მაღალჩინოსნები.
      ქ.ფოთში მარიამ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მამა ამბროსიმ აფხაზეთის ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ტაძარში პანაშვიდს დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქის მერიის წარმომადგენლები და აფხაზეთის 21 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მათ ასევე გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, ხოლო დღის ბოლოს გვირგვინი ჩაუშვეს ზღვაში და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირებს. 
        ზუგდიდში, მდინარე ენგურის ხიდთან გაიმართა მდუმარე აქცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლლებმა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. აქციის მსვლელობისას ბავშვებმა ცაში მშვიდობის სიმბოლოდ ფერადი ბუშტები და ფრანები აუშვეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში დაღუპული ძმები ახალაიების ოჯახში და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საკათედროს ტაძარში მამა მალხაზმა აფხაზეთის ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. N1 საჯარო სკოლაში კი ჩატარდა ღონისძიება „ ჩვენ დავბრუნდებით!“. მარტვილში გაიხსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი. მემორიალის გახსნას ესწრებოდნენ ომის ვეტერანთა დეპარტამენტის, ადგილობრივი და ლეგიტიმური ხელისუფლების , დევნილი მოსახლეობის და საზოგადოების წარმომადგენლები.