აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა სენაკში ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

კოტე ბასარია სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

კოტე ბასარია სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

 

კოტე ბასარიამ 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსმა კოტე ბასარიამ თანამშრომლებთან ერთად 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ქალაქ ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში (კოსტავას № 30) ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა

 

2020 წლის 25 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის უფროსი კოტე ბასარია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა.
კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.

 

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ
ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა სკოლის შენობა. შეიცვალა მთლიანად ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა წყალგაყვანილობა, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
საჭადრაკო სკოლის საზეიმო გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოჭადრაკეებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.