მთავარი/................/წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში/ახალი ამბები
წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა სენაკში ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

კოტე ბასარია სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსმა კოტე ბასარიამ თანამშრომლებთან ერთად 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ქალაქ ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში (კოსტავას № 30) ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

 

2020 წლის 25 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის უფროსი კოტე ბასარია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა.
კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.

 

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ
ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა სკოლის შენობა. შეიცვალა მთლიანად ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა წყალგაყვანილობა, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
საჭადრაკო სკოლის საზეიმო გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოჭადრაკეებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.

რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ დევნილ ახალგაზრდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის პროექტი წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ განათლება და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ. ასევე, სკოლის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და გასვლითი ტურები. ლექცია-სემინარები საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარდება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბესარიონ სიმონიშვილი ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საჭიროებებს და მოსახლეობას მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს.

რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შუამდგომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით სოფელ ზედაეწერში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი ვეტ-ლაბორატორიის შენობა) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ობიექტზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.

რეზო ქობალიამ ხანძრისგან დაზარალებული თორდუების ოჯახი მოინახულა
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული თორდუების ოჯახი მოინახულა.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა დაზარელებულ ოჯახს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.