მთავარი/................/წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში/ახალი ამბები
წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში

ახალი ამბები

2019 წლის 11 მარტს რუსთაველის ქ. N 48-ში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ზუგდიდში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებთან. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები. შეხვედრისას რეზო ქობალიამ სიტყვით მიმართა ქალბატონებს: მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ გაზაფხულის ყველა ლამაზი დღესასწაული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. თქვენ ხართ წარმატებული ქალბატონები. ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი ხართ, არ გეშინიათ სიახლეების, თქვენი ცხოვრება სავსეა აქტივობებით, შემოქმედებით. მე მიყვარს აქტიური ადამიანები, რომლებიც თვითონ აშენებენ თავიანთ ცხოვრებას, არ სჩივიან არავის, და არც არავის არაფერს არ სთხოვენ. თქვენ ხართ ქალბატონები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე, ხარჯავთ დროს და ენერგიას და სწორედ ამიტომ ხართ წარმატებულები. შეხვედრაზე ასევე გაიმართა უდედმამო მოზარდების კლუბის პრეზენტაცია, სადაც ამ ეტაპზე გაერთიანებულია 5 მოზარდი.

2019 წლის 5 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელიასთან და მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს გოგი რევიასთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ ტყაიაში (გამსახურდიას ქუჩა ქარაიების უბანი) ხანძრის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან (გალის რაიონ სოფ: საბერიოდან) იძულებით გადაადგილებულ გვაჯავების ოჯახში.
დავით გვაჯავას 4 სულიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. 
მუნიციპალიტეტის მერია გვაჯავების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას გაუწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. აგრეთვე, მათ სამასალე მორები გადაეცემათ

      2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიას ორგანიზებით. შეხვედრას ესწრებოდნენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე  რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

      შეხვედრაზე  .. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვი კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაია ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გართულებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით  ინფორმირებული არიან და საკითხს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე გაიტანენ. „ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ყველაფერს რაც იქ ხდება, ახალი მოცემულობაა როცა ერისწყალის იქეთ მცხოვრებ ხალხს გაუჭირდა გადმოსვლა, რომლის ერთერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს აფხაზეთში ძველი ე.წ. პასპორტების ახლით ჩანაცვლების პროცესი.

       შეხვედრაზე საუბარი გართულებულ მიმოსვლასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხო, ისაუბრეს სერვისებზე, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ახორციელებ დევნილებისთვის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის.

 

       2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ   USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ: რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

       აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ USAID-ის და პროექტ ,,ზრდას“  წარმოამდგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით, გასული წლის გაზაფხულზე, შპს „აგორა აგორა“-მ კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა მოაწყო. საერთო ჯამში სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100 000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი, სანერგე მეურნეობა, უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს დაეხმაროს მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში. სანერგე მეურნეობას საშუალება ექნება ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.

       სანერგეს გახსნის პარალელურად, ადგილობრივმა ფერმერებმა მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოახდინეს. შეხევდარს ასევე ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

    2019 წლის 21 თებერვალს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ამავე წარმომადგენლობის თანამშრომლებთან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავასთან ერთად იმყოფებოდნენ ფაიფურის დასახლებაში ყოფილი სოფ-ტექნიკის ბაგა-ბაღში  მცხოვრებ დევნილებთან.

       ფაიფურის დასახლებაში ყოფილი სოფ-ტექნიკის ბაგა-ბაღში ამჟამად ცხოვრობს 9 ოჯახი,  რომლებიც  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, გამოთქვამენ უკმაყოფილებას სოციალური ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას რეზო ქობალიამ დევნილებს მისცა პირობა რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით კოორდინირებულად ითანამშრომლებს ყველა  უწყებასთან ვინც აფხაზეთის მკვიდრთა  პრობლემის მოგვარების საკითხებშია ჩართული.

     2019 წლის 20 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგემლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, სადაც ის შეხვდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს გიორგი ფარეშიშვილს. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია და აფხაზეთიდან დევნილი რეზო წულაია. 
      შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა მიმართულებით ქალაქ ფოთში განხორციელებულ და განსახორციელებ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, დევნილების სოციალურ ეკონომიური მდგომარეობასა და მათ საჭიროებებზე.  რეზო ქობალიამ  შეხვედრის დამსწრეებს გააცნო წარმომადგენლობაში 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამები  და შეხვედრის ბოლოს შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხების მოგვარების მიმართულებით.

2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ. კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა წარმომადგენლობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესის დაწყება-მიმდინარეობასთან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დევნილი ახალგაზრდების გაწვევასთან დაკავშირებული, ასევე წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური და მიმდინარე საკითხები.

2019 წლის 6 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავას შორის. 
შეხვედრაზე რეზო ქობალიამ ხაზგასმით ისაუბრა წარმომადგენლობაში 2019 წელს განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს მაიზერ ნანავა და რეზო ქობალია შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭირბოროტო საკიტხების მოგვარების მიმართულებით.

 

რეზო ქობალიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს დღეს ოფიცილურად წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც სტრუქტურას3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რეზო ქობალია ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა და1993 წლამდეოჩამჩირის რაიონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიმუშაობდა. 

დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ალექსანდრე მოწერელიასა დასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ რეზო ქობალიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესწრებოდნენ.

ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამოდენიმე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი კორპუსები. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. სამეგრელო , ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის თანამშრომლები ყოველდღე ხვდებიან დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან აღდგენითი სამუშაოებ მიმდინარეობას. ამ ეტაპზე ყველა კოლექტიურ ცენტრში მიმდინარეობს სახურავების აღდგენ

 აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა  მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სამეგრელო-ზემოს ვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში დაესწრნენ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას: ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“., მათ ასევე სენაკის პარკში ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი,აფხაზეთში დაღუპულების, გენო ადამიას, ნოდარ კანკიას, გურამ გაბესკირიას ბიუსტები გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მოგვიანებით კი დაესწრნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც  იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა.
    წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით სოფ:ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზ ილია ლუკავამ აფხაზეთიდ ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი რამაზ აბლოთია, წალენჯიხის მერის მოადგილე გია ლუკავა და საკრებულოს მაღალჩინოსნები.
      ქ.ფოთში მარიამ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მამა ამბროსიმ აფხაზეთის ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ტაძარში პანაშვიდს დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქის მერიის წარმომადგენლები და აფხაზეთის 21 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მათ ასევე გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, ხოლო დღის ბოლოს გვირგვინი ჩაუშვეს ზღვაში და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირებს. 
        ზუგდიდში, მდინარე ენგურის ხიდთან გაიმართა მდუმარე აქცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლლებმა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. აქციის მსვლელობისას ბავშვებმა ცაში მშვიდობის სიმბოლოდ ფერადი ბუშტები და ფრანები აუშვეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში დაღუპული ძმები ახალაიების ოჯახში და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საკათედროს ტაძარში მამა მალხაზმა აფხაზეთის ომში დაღუპილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. N1 საჯარო სკოლაში კი ჩატარდა ღონისძიება „ ჩვენ დავბრუნდებით!“. მარტვილში გაიხსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი. მემორიალის გახსნას ესწრებოდნენ ომის ვეტერანთა დეპარტამენტის, ადგილობრივი და ლეგიტიმური ხელისუფლების , დევნილი მოსახლეობის და საზოგადოების წარმომადგენლები.

2018 წლის 18 სექტემბერს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა წალენჯიხაში, სადაც შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს ბესიკ ფარცვანიას. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები - სოციალური ფონი , ჯანდაცვის პროგრამები, საცხოვრებელი პირობები და არსებული პრობლემები. - : ჩვენ მუდმივ რეჟიმში გავდივართ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპა-ლიტეტში და შესაბამისად, კოორდინირებულად ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან,  დევნილთა პრობლემების განხილვა და მხარდაჭერა ხდება ერთობლივად გატარებული ღონისძიებებით - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე ჩიკვაიძე წალენჯიხის მუნიციპალი-ტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა კოლექტიურ ცენტრებში, კერძოდ წმინდა ნინოს ქუჩაზე ყოფილ ,,დოსააფის“ შენობაში და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დევნილებს დაპირდა არსებული პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
მათ ასევე მოინახულეს წალენჯიხაში მცხოვრები ოჩამჩირიის რაიონიდან დევნილი უხუცესი ქალბატონი 108 წლის ბაბუცა გოგუა

2018 წლის 30 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობის თანამშრომლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახთა კომიტეტის, ფონდი ,,მოლოდინი“-ს, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს პატივი მიაგეს. დღესვე, მათ პატივსაცემად პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.
დაკარგულთა ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები მასპინძლობენ. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

   „საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
     შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.