- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, მათ შორის ადგილობრივ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა, ოთარ დანელია, გოგა გულორდავა, ედიშერ თოლორაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან თანამშრომლობა მჭიდრო ურთიერთობის ფორმატში გაგრძელდება, გაიზრდება მათი ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.
გრძელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომელთა შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
დევნილებს ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობების შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები ადგილზე გაეწიათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსმა რეზო ქობალიამ, მთავარმა მრჩეველმა თემურ ბოკუჩავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულები მოინახულეს.
წარმომადგენლობის თანამშრომლები ხანდაზმულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და შესაბამისი რეაგირებისთვის მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დღეს შეხვედრა გაიმართა. 2020 წლიდან ზუგდიდის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს თანხა გამოეყოფა, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ზუგდიდის მაცხოვრებლები პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებენ დაგეგმონ ქალაქის ბიუჯეტი. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი რეზო ქობალია, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდ PL საქართველოს ხელშეწყობით ხორციელდება.
2019 წლის 30 ივნისს ზუგდიდის ხელოვნების ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ანსამბლ ,, ივერიას " საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
2019 წლის 26 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ირუზა კაკავას ინიციატივით, ამერიკული ორგანიზაციის „Orphan Grain Train, ასოციაციის „APDWIT“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, მოსახლეობას სხვადასხვა მათთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ ისაუბრა მიმდინარე პროქტებზე და მათში დევნილების ჩართულობაზე, საუბარი შეეხო დევნილთა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს, ასევე დევნილების საჭიროებებზე მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების გატარების აუცილებლობას.
შეხვედრას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ვოვა ვეკუას ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოზე ვოვა ვეკუას მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს მის მიერ შეტანილ წვლილზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მოზარდებმა სცენაზე ვოვა ვეკუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გააცოცხლეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს (ხეცერის მეურნეობის ბინებში) შეხვდნენ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და მათ მოგვარებაში, კერძოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დახმარებას დაჰპირდა.
ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანაშრომლები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც აფხაზეთიდან დევნილებმაც მიიღეს მონაწილეობა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით რუხის ინოვაციების ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ვითარებაზე, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათი უსაფრთხოების პრევენციაზე. იმსჯელეს ასევე, სხვადასხვა პროგრამებში დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართულობაზე.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ ხურჩაში , საოკუპაციო ხაზთან ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც რუსული ოკუპაციის ამსახველ მასალებთან ერთად ინახება ისტორიული ცნობები სოფლის შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რეზო ქობალიას ინიციატივით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა ნაგებობის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ასეთი მუზეუმების არსებობა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა , რომელიც ეხება აფხაზეთს, მის დღევანდელობას და უახლოეს ისტორიას. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, - აღნიშნა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოცხოეწერში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის, მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის, მოზარდების საზაფხულო ბანაკში გამგზავრების, ერთჯერადი მატერიალური დახმარებებისა და სხვა საკითხებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომაგენლობს ხელმძღვანელმა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ ნორჩ ჩემპიონებს სიმბოლურად ენგურის ხიდზე უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა. გამარჯვებულები კი აფხაზეთის მე -15 საჯარო სკოლის აღსაზრელები იყვნენ, რომლებმაც ბათუმში ” რაგბი არენაზე” საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ” კოკა -კოკას თასის” საიუბილეო , 25 -ე გათამაშების ფინალურ მატჩში დაამარცხეს თბილისის 39- ე საჯარო სკოლის გუნდი. მატჩის საზეიმო ცერემონიალზე ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს გადაეცათ თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში. : - ეს იყო პირველი შემთხვევა , როდესაც კოკა -კოლას პრიზი მოიპოვა დევნილმა გუნდმა. მინდა მივულოცო გამარჯვება ნორჩ ფეხბურთელებს და მადლობა გადავუხადო სკოლის მესვეურებს, მშობლებს , მწვრთვნელებს და გულშემატკივრებს გაწეული მუშაობისთვის და განწყობისთვის. იმედია ბევრი მათგანი მომავალში გაიკეთებს წარმატებულ საფეხბურთო კარიერას და ქვეყნის გარეთ გაიტანს ქვეყნის სახელს - განაცხადა მათთან შეხვედრაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
2019 წლის 26 ივნისს ზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ასოციაცია ” ქსენონის ” ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. მონაწილეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დგამს ამ მიმართულებით ცალკეულ ნაბიჯებს, გაცილებით მეტია სამუშაო ერთის მხრივ წამების პრევენციის, მეორეს მხრივ კი მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საომარი მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალურ დახმარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია სტატუსი განესაზღვროთ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებსაც, როგორც ეს ხდება სამხედროების შემთხვევაში. ასევე, შემუშავდეს სოციალური დაცვის შესაბამისი პაკეტი ამ ადამიანებისთვის.შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის №ტავრობის წარმომაგენლობა სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელი რეზო ქობალია :-აუდიტორიისთვის მოულოდნელი აღმოჩნა ინფორმაცია იმაზე , რომ მე წლებია ვარ ზემოთაღნიშნული კომისიის წევრი და ჩართული ვარ ამ პროცესებში. შესაბამისად ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა ავღნიშნო , რომ დაზარალებული ოჯახებისთვის ემოციურად უმნიშვნელოვანესია თუნდაც მინიმალური ინფორმაციაც მაგრამ , როდესაც ხდება ნეშთის იდენთიფიცირება და გადმოსვენება ძალიან ბევრჯერ დამიფიქსირებია ტკივილიანი და ცრემლიანი სიხარული. მიმაჩნია , რომ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს და ყველა ოჯახს მიეცეს მიცვალებულის დატირების და გაპატიოსნების უფლება - განაცხადა რეზო ქობალიამ