- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2018 წლის 21-22 ივნისს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინიციატივით , ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა ახალ ჩასახლებაში ( ლაღიძის # 4 ) საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ორდღიანი იყო და წრიული სისტემით ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 60 მდე მოზარდმა. პრიზები დააწესეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა. საჩუქრები შესაბამისად გადაეცათ ტურნირის ბომბარდირს გიორგი სირგინავას და გამარჯებული გუნდის - „დიოსქურიას „ კაპიტანს. ტურნირის მონაწილეები და მათი მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში. შეჯიბრებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომშიც გეგმავენ დევნილი ახლგაზრდების მხარდაჭერას და ლეგიტი მურ ხელისუფლებასთან ერთად აქტივობების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
2018 წლის 30 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა ჩასახლებაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის მიმდებარე ტერიტორია) ავსტრიის სპორტის სამინისტროს,ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ზუგდიდის მუნი-ციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა საფეხბურთო მოედანი და ბავშვთა ატრაქციონი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნიის აპარატის თანამშრომლები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მადლობა გადაუხადა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და ღონისძიების ჩატარებაში. ხაზი გაუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის.შესაბამისად, ბავშვების სპორ-ტულ აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას,შფოთვის დაძლევას, თვითგამოხატვისა და სხვა სოციალური უნარების განვითარებას.
შედგა საფეხბურთო მატჩი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისა და სოფ. ინგირის მე- 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის. მატჩი დამთავრდა აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით.მათ თასი გადასცა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
თამაშის შემდეგ ჩატარდა მხიარული სტარტები. სპორტული ჟინი გადაედო ყველას, დიდსა და პატარას.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილე ზუგდიდში განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად, წარმომადგენლობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ ნუგზარ შოგირაძეს გამოეყო ცალკე პავილიონი, სადაც მან გამოფინა თავისი ნამუშევრები (ხალხური საკრავები ,,ფანდური, ჩონგური და ბასფანდური“ ასევე სხვადასხვა სახის ხის ნაკეთობები). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზვიად გასახურდიას გამზირზე განლაგებული სივრცეები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს 26 მაისი მიულოცეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ. გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა.
კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და დევნილ მოსახლეობას შეხვედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მათ ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს.
სამეგრელო ზემო ვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, შარტავას ქუჩაზე და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტლით მოსარგებლე 3 ბენეფიციარს ახალი ეტლი გადასცეს. ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDS ,,CHARITY’’-სა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით მოხდა. ეტლების გადაცემა გაგრძელდება ეტაპობრივად.