- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ სამუსაო თათბირი გამართა. განხილულ საკითხებს შორის იყო წარმომაგენლობის თანამშრომლებისგან შემდარი მობილური ჯგუფების მუშაობის საკითხი. ჯგუფის წევრებმა წარადგინეს ინფორმაცია კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო სექტორში განსახლებული აფხაზეთის მკვიდრთა მდგომარეობის და საჭიროებების თაობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები მუშა პროცესში სწავლობენ დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობას, შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს, სპეციფიკურ საჭიროებებს, საცხოვრებელ პირობებს. ამასთან ერთად მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ პროექტზე და შეღავათებზე , რომლებიც არსებობს ადგილობრივ და ცენტრალურ სტრუქტურებში. ასევე ღებულობენ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერე გამოცხადებულ საგრანტო პროექტებსა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე. ხდება ინფორმირებულობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში , ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება პრობლემების ადვოკატირება და ლობირება როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ უწყებებში. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართულები ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ინფორმაციის მოპოვება მათი უფლებების დარღვევის თაობაზე და მიღებული ფაქტების მიწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებზე. ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოსახლების ინფორმირებულობა და ხელშეწყობა , რომელიც ორიენტირებულია მათი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უწყების თანამშრომლები ხელს უწყობენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების მდგრადობას. თათბირის ბოლოს უწყების ხელმძღვანელმა შეაჯამა მობილური ჯგუფების მუშაობა და დაისახა ახალი გეგმები. თანამშრომლებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები , რომლთა მიზანი არის დევნილი მოსახლების მხარდაჭერა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომაგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გეგა შენგელიას. შეხვედრაზე განხილული იყო დევნილთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. : - ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ იმ საკითხებს , რომელთა გადაჭრა აუცილებელია მიმდინარე ეტაპზე. მე ძალიან კმაყოფილი კომუნიკაციის ფორმით და იმ მხარდაჭერით , რასაც მუდმივ რეჟიმში ვგრძნობ, როგორც უწყების ხელმძღვანელი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სერიოზული მიდგომა და მყისიერი რეაგირება ასევე დადებითად აისახება აფხაზეთის მკვიდრთა ყოველდღიურობაზე. იმედი მრჩება , რომ კოლექტიურ ცენტრებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, ხურჩის საოკუპაციო მუზეუმში ( ” არვის ჩვენი მიწა” ) არსებული პრობლემების აღმოფხვრა და სხვა განხილული საკითხები ასევე გადაიჭრება და მოგვარდება ერთობლივად - განაცხადა წარმომაგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე , ვექტორის ჩასახლებაში ( მექაღალდეთა 26 ) გაეცნენ. ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა დევნილთა ჩასახლების ერთსართულიანი კორპუსის სახურავი. შედეგად აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ დევნილებს წყალი ოთახებში ჩაუვიდათ. ამ ეტაპზე ადგილობრივი მერიის თანადგომით განხორციელდა დროებითი გადახურვის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული კორპუსების კაპიტალური გადახურვა . წარმომადგენლობის თანამშრომლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ევროკავშირის დახმარების დაცვის მოხალისე ოფიცერ, ფილომენ ფრანსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: - ერთჯერადი დახმარების გაცემის წესები და კრიტერიუმები, სხვადასხვა აუცილებელი პრობლემების ადვოკატირება და ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ უწყებებში, კოლექტიურ ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროგრამის განხორციელება, წარმომადგენლობის თანამშრომლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების მუშაობა, სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების მიმდინარეობა და ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან.
„ჩვენ ვაცნობიერებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას და დახმარებას. ამიტომ დღევანელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა , რომ მათ გაიგონ დევნილი მოსახლეობის საჭიროებები. სტუმარმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთის მკვიდრთა პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ. ფილომენ ფრანსესმა მადლობა გადაუხადა ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს და იმედი გამოთქვა შემდგომშიც ანალოგიური , ეფექტური და კომუნიკაბელური თანამშრომლობაზე.
ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ დანაპირები უმოკლეს ვადებში შეუსრულა. :- აღნიშნულ კოლექტიურ ჩასახლებას შეუწყა წყლის მიწოდება. ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას , რომ არ მოგვარებულიყო ეს საკითხი და ჩვენი დაპირება დარჩენილიყო მხოლოდ ლიტონ სიტყვებად. დახმარებისთვის და საკითხის დადებითად გადაჭრისთვის მინდა მადლობა გადავუხაო ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. სამივე უწყების მყისიერი რეაგირების შედეგად ამ ეტაპზე საკითხი მოგვარდა დროულად და ეფექტურად - განაცხდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
მიმდინარე წლის 17 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია წარმომადგენლობის თანამშრომლებთან , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მანუჩარ ჩილაჩავსთან ერთად შეხვდა ზუგდიდის რ-ნ სოფ. ანაკლიის ბარაკებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს.
შეხვედრისას რეზო ქობალია გაესაუბრა დევნილებს, მოისმინა მათი პრობლემები და მოლოდინები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეპირდა იქ მცხოვრებ დევნილებს მათი ინტერესების დაცვას და მედიატორის როლის შესრულებას შესაბამის ორგანოებთან.
2019 წლის 14 ივნისს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ფოთში ,, კერძოდ მალთაყვაში“ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო. ამასთან ერთად დიალოგის რეჟიმში დევნილებმა დააფიქსირეს შემდეგი სახის პრობლემები: ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციალების ,სოციალური , მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტადიონის შეკეთების და მაწანწალა ძაღლების საკითხები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვალებისგან მათ მიიღეს სრული მხარდაჭერის პირობა. დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია: - ბატონ რუსლანთან ერთად ვესტუმრეთ დევნილთა ჩასახლებებს. ერთ-ერთი შედგა მალთაყვაში,გურიის ქ.230-ში (ტურბაზის ) 1 , 2 და 3 კორპუსის დევნილთა დასახლებაში. აქ ჩასახლებული აფხაზეთის მკვირნი ითხოვენ კორპუსების შეფუთვას და გადახურვას. ჩვენ გავეცანით თითოეული დევნილის პრობლემას და გასაჭირს . ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოვახდენთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში საკითხების ლობირებას და ადვოკატირებას. კოორდინირებულად და ეტაპობრივად მოვახდენთ როგორც რეაგირებას ასევე შესრულებას და გადაჭრას - აცხადებს წარმომაგენლობის ხელმზღვანელი რეზო ქობალია. შეხვედრებს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო_ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია და მთავრობის სხვა წევრები.
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული. პროექტი ,,უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან : საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს. დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლეობის ზელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზო ქობალია.
2019 წლის 10 ივბნისს ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წლის მიწოდება ( გადაიწვა წყლის საქაჩი ტუმბო ). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მათ მოგვმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოლექტიური განცხადებით.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ვითარების გაცნობის მიზნით მოახდინა მყისიერი რეაგირება, ადგილზე მივიდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილენბთან, გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. შეხვედრის ბოლოს იქ მცხოვრებ დევნილებს რეზო ქობალიამ აღუთქვა დახმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
2018 წლის 4 ივნისს დევნილებით ჩასახლებულ ობიექტზე, ყოფილ სააფთიაქო სამმართველოს შენობაში, სადაც ცხოვრობს 74 ოჯახი, მწყობრიდან გამოვიდა წყალსაქაჩი ტუმბო. იქ მცხოვრებმა დევნილებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს რეზო ქობალიას. პრობლემის ადგილზე დათვალიერების შემდეგ წარმომადგენლობამ ადგილობრივი თვითმართველობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დიმიტრი ფაცაციას უშუალო დახმარებით 7 ივნისს ობიექტზე მიიტანა ახალი წყალსაქაჩი ტუმბო და მოხდა მისი დამონტაჟება. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტზე აღდგენილია წყლის მიწოდება.
5 ივნისს უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, რომელმაც ისაუბრა დევნილების ყოფით პრობლემებზე, და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განათლების სფეროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მანუჩარ ჩილაჩავა ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.
სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.
2019 წლის 5-აპრილს ზუგდიდშუ რუსთაველის ქუჩაზე ,,ჩართულობის“ ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თაოსნობითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვალის რეზო ქობალიას ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. აღნიშნულ შეხვედრისას განიხილეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვისათვის“.
პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პარტნიორული პროექტების მხარდასაჭერას. პროგრამის პირობებში გათვალისწინებულია დაფინასების მაქსიმალური თანხები 7 000-35 000 ლარამდე, რაც დამოკიდებულია ჯგუფში ბენეფიციართა რაოდენობაზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გადამუშავება, ხეხილის ბაღის მოწყობა და სხვა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
აფხაზეთიდან დევნილ 11 წლის დიტო ოკუჯავას მოპედი და 300 ლიტრი საწვავი გადაეცა. მოზარდს საჩუქარი ბიზნესმენმა გიორგი დევაძემ დაუფინანსა.
ზუგდიდის „ბაიას“ სტადიონზე მოზარდ ფეხბურთელს საჩუქარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ გადასცეს.
დიტო ოკუჯავა 3 წელია, თითქმის ყოველ დღე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად გადიოდა და ზუგდიდში „ბაიას“ საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. მოპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მიმოსვლა პრობლემებთან დაკავშირებული გახდა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეზო ქობალიასა და მამუკა ცოტნიაშვილს ერთობლივი ინიციატივით მოძიებულ იქნა ბიზნესმენი გიორგი დევაძე, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და უანგაროდ დაეხმარა დიტო ოკუჟავას.
2019 წლის 20 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია შეხვდა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს, რეომლებიც დაინტერესდნენ ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შესახებ (ფორმა N 9, ბინადრობის მოწმობა, აფხაზური მწვანე ასპორტი)
შეხვედრისას რეზო ქობალიამ მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ოკუპირებულ გალის რაიონში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის სესახებ.
შეხვედრის ბოლოს აღინიშნა:, რომ ასეთი შეხვედრების გამართვა და არსებული ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია, რათა მომავალშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელდეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირებისათვის მათი სათაო ოფისებისთვის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება.