აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზუგდიდში უკრაინული დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.

      5 ივნისს უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით  ეწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული  ვიზიტი ორგანიზებული იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, რომელმაც ისაუბრა დევნილების ყოფით პრობლემებზე, და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განათლების სფეროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მანუჩარ ჩილაჩავა ესწრებოდნენ.