აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეხვედრა ფოთში, კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან.

     2019 წლის 14 ივნისს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ფოთში ,, კერძოდ მალთაყვაში“ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათი  იყო.  ამასთან ერთად  დიალოგის  რეჟიმში დევნილებმა  დააფიქსირეს  შემდეგი სახის პრობლემები:    ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციალების ,სოციალური , მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტადიონის შეკეთების  და  მაწანწალა ძაღლების საკითხები   ყველა  ამ   საკითხთან დაკავშირებით  ხელმძღვალებისგან მათ მიიღეს  სრული მხარდაჭერის  პირობა.  დევნილ  მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა   აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია:  -  ბატონ   რუსლანთან ერთად     ვესტუმრეთ  დევნილთა  ჩასახლებებს.  ერთ-ერთი  შედგა    მალთაყვაში,გურიის ქ.230-ში (ტურბაზის ) 1 , 2 და 3 კორპუსის დევნილთა დასახლებაში.  აქ  ჩასახლებული აფხაზეთის მკვირნი  ითხოვენ კორპუსების შეფუთვას  და  გადახურვას. ჩვენ გავეცანით  თითოეული დევნილის  პრობლემას და  გასაჭირს .  ავტონომიური  რესპუბლიკის   ხელმძღვანელობასთან   შეთანხმებით  მოვახდენთ   ადგილობრივ და  ცენტრალურ  ხელისუფლებაში   საკითხების  ლობირებას და  ადვოკატირებას.  კოორდინირებულად   და   ეტაპობრივად მოვახდენთ  როგორც რეაგირებას  ასევე  შესრულებას და  გადაჭრას  -  აცხადებს  წარმომაგენლობის ხელმზღვანელი  რეზო ქობალია. შეხვედრებს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო_ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია და მთავრობის სხვა წევრები.