აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამუშაო თათბირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბკისი მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ სამუსაო თათბირი გამართა.  განხილულ საკითხებს შორის იყო წარმომაგენლობის თანამშრომლებისგან შემდარი მობილური ჯგუფების მუშაობის საკითხი. ჯგუფის წევრებმა წარადგინეს ინფორმაცია კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო სექტორში განსახლებული აფხაზეთის მკვიდრთა მდგომარეობის და საჭიროებების თაობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები მუშა პროცესში სწავლობენ დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობას, შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს, სპეციფიკურ საჭიროებებს, საცხოვრებელ პირობებს. ამასთან ერთად მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ პროექტზე და შეღავათებზე , რომლებიც არსებობს ადგილობრივ და ცენტრალურ სტრუქტურებში. ასევე ღებულობენ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერე გამოცხადებულ საგრანტო პროექტებსა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე. ხდება ინფორმირებულობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში , ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება პრობლემების ადვოკატირება და ლობირება როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ უწყებებში. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართულები ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ინფორმაციის მოპოვება მათი უფლებების დარღვევის თაობაზე და მიღებული ფაქტების მიწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებზე. ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოსახლების ინფორმირებულობა და ხელშეწყობა , რომელიც ორიენტირებულია მათი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უწყების თანამშრომლები ხელს უწყობენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების მდგრადობას. თათბირის ბოლოს უწყების ხელმძღვანელმა შეაჯამა მობილური ჯგუფების მუშაობა და დაისახა ახალი გეგმები. თანამშრომლებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები , რომლთა მიზანი არის დევნილი მოსახლების მხარდაჭერა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება.