2021-09-01 |
მთავრობის აპარატი
2021 წლის 1 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელების თაობაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.