აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა სამინისტროების მომავალი წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე.
აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მოხდება ახალგაზრდების მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა.