აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში დასრულდა აპარატის (მესამე რანგი-მეორე კატეგორია) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი.

       აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასრულდა აპარატის (მესამე რანგი-მეორე კატეგორია) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის  მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა 36 (ოცდათექვსმეტი) კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე –  (ტესტირება)  გადასვლის უფლება მოიპოვა 2 (ორმა) კანდიდატმა.  კონკურსში მეორე ეტაპის (ტესტირება) გადასალახად გამოცხადდა   1 (ერთი)   კანდიდატი.    ტესტების პასუხების შეფასების შედეგად გაირკვა, რომ  კონკურსის მეორე ეტაპი  წარმატებით გადალახა ერთმა  კანდიდატმა რითაც  მოიპოვა კონკურსის მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე გადასვლის უფლება. კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შეფასების ქულებისა და მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგების  გათვალისწინებით,  ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.

ქუთაისში გურამ ოდიშარიას შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  ქართველი მწერლის, „მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის“, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თემურ ლანჩავა, რომელთაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში გურამ ოდიშარიას  ღვაწლზე ისაუბრეს.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019  წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.

 პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინფორმაცია ბანერზე: ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 

2019 წლის 30 იანვარს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა (თათბირი) ჩატარდა

2019 წლის 30 იანვარს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა (თათბირი) ჩატარდა, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ წარმომადგენლობის აჭარისა და წყალტუბოს ოფისის თანამშრომლებბი. შეხვედრაზე წარმომადგენლობის სამსახურის უფროსებმა და ხელმძღვანელის მოადგილემ მოკლედ შეაჯამეს 2018 სამუშაო წელი,  ისაურეს წარმომადგენლობაში მოქმედი კომისიების მუშაობის შედეგებზე, ხოლო, ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ წარმოადგინა მომავალი წლის სამუშაო გეგმა და დასახა პრიორიტეტები მათი ეფექტურად განხორციელებისათვის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა რეზო ქობალია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც სტრუქტურას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.რეზო ქობალია ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა და 1993 წლამდე ოჩამჩირის რაიონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობდა. დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ალექსანდრე მოწერილიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ რეზო ქობალიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესწრებოდნენ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა

რეზო ქობალიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს დღეს ოფიცილურად წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც სტრუქტურას3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რეზო ქობალია ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა და1993 წლამდეოჩამჩირის რაიონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიმუშაობდა. 

დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ალექსანდრე მოწერელიასა დასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ რეზო ქობალიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესწრებოდნენ.

2019 წლის 28 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი თათბირი გაიმართა

დღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სტრუქტურული  ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან  თათბირი გამართა. მურმან ფარფალიამ სტრუქტურული  ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შპს  „ავტოტრანსერვისის“ ლიკვიდაციისა და ქალაქ თბილისში განთავსებული სამედიცინო პროფილის დაწესებულებების გაერთიანების პროცესის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელებაზე.

კონკურსი იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასრულდა ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგი-მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის  მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა 25 (ოცდახუთი) კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე –  (ტესტირება)  გადასვლის უფლება მოიპოვა 13 (ცამეტი) კანდიდატმა.  კონკურსში მეორე ეტაპის (ტესტირება) გადასალახად გამოცხადდა   3 (სამი)   კანდიდატი.    ტესტების პასუხების შეფასების შედეგად გაირკვა, რომ  კონკურსის მეორე ეტაპი  წარმატებით გადალახა ერთმა  კანდიდატმა რითაც  მოიპოვა კონკურსის მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე გადასვლის უფლება. კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შეფასების ქულებისა და მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგების  გათვალისწინებით,  ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2019 წლის 25 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძესთან შემდგარ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  აფხაზეთის . იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი,აფხაზეთის / მთავრობის აპარატის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი რევაზ ცინარიძე,აფხაზეთის /რ მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი აქუბარდია,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის / წარმომადგენლობის იურიდიული  კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი დავით ჭედია , დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, სამმართველოს უფროსი რომან კოკაია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი, პროცედურები, სარემონტო აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და სხვა პროცედურული საკითხები.

 

ვახტანგ ყოლბაია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ძირითად პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

ყურადღება გამახვილდა ნდობის აღდგენის კუთხით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და  გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, ჯანდაცვის სფეროში.

თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

2019 წლის 21 იანვარს წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა.

                აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უძღვებოდა. თათბირს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლომია, აპარატის უფროსი ზურაბ ხარაიშვილი,  აპარატის იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი დავიდ ჭედია, სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი, დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მურთაზ ბერულავა, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი დავიდ ძალამიძე, წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ვალერიან კვინიკაძე, საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის უფროსი აზა შენგელია. თათბირზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები. წვევამდელთა აღრიცხვასთან და გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები, დევნილებთან ურთიერთობის მიმართულებით სამსახურის მიერ  2019 წლის გეგმით გათვალისწინებული სერვისების უზრუნველყოფის საკითხები, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში: კახეთის მხარეში, ქვემო ქართლის მხარეში, მცხეთა- მთიანეთის მხარეში, შიდა ქართლის მხარეში და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, რეგიონალური მართვის სამსახურის მიერ  2019 წლის გეგმით გასატარებელი ღონისძიებები და სტრატეგიები,  იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების მიერ დევნილთათვის სამართლებრივი კონსულტაციების უზრუნველყოფის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია წარმომადგენლობაში გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობის  შესახებ.

აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუსთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტი ბარბარა ტომფსონ ვიუ ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია.

შეხვედრაზე სტუმარს გააცნეს ქართული კულტურის თავისებურებანი და  მისი მნიშვნელობა, როგორც მსოფლიოს კულტურის ნაწილისა. ითქვა, რომ კარგი იქნებოდა მისი პოპულარიზაცია ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამ ჭრილში ილაპარაკეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ შემოქმედებაზე, თანამშრომლობის პერსპექტივაზე და   შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

2019 წლის 21 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გაიმართა

 დღეს  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მინისტრმა მურმან ფარფალიამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ. მან თანამშრომლებს შეახსენა წინა თათბირის დავალებები და ყურადღება გაამახვილა მათ შესრულებაზე. მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს მუშაობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.

ვახტანგ ყოლბაია ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და მის პოპულარიზაციაზე ლათინურ ამერიკაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" შემოქმედებაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია ესწრებოდნენ.