- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ-პირთა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.
ალილოს მსვლელობაში ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბიაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
სადღესასწაულო ნობათები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.
2019 წლის 30 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსხურის წარმომადგენლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდა. აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ.
დევნილებს საახალწლო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ გადასცეს.
2019 წლის 30 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხატვრო გამოფენის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
საახალწლო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილეებმა ალეკო ჩიკვაიძემ, მედეა აბლოთიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.
2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ამხანაგობების თავმჯდომარეობის კანდიდატთა განცხადებები, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პირველადი რეგისტრაციისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამედიცინო-პროფილაქტიკურ აქციაში, რომლის ფარგლებშიც, კერძოდ, ბაღდათსა და ხონში, შეხვდნენ დევნილ მოსახლეობას და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
2019 წლის 18 დეკემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
- მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
- სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
- ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
18 დეკემბერს სამინისტროში დევნილის სტატუსის მაძიებელ მოქალაქის თ .აკობიას საჩივარი განიხილეს. სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 26 ნოემბრის (ოქმი # 92) გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ.აკობიასვის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ, გალში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
16 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა გაფართოებული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი პაატა ძანძავა, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.
გ.ბულისკერიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წელს ამოქმედებულ „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმდინარეობაზე. კერძოდ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას მიეთითა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება, რათა დროულად მოხდეს ამ პროგრამის განხორციელება.
თათბირზე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელების საკითხი. როგორც თათბირზე აღინიშნა ამ ეტაპისთვის შესრულებულია გეგმა-დავალების 86% და ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.
ასევე განიხილეს საახალწლო დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობის საკითხი და შემუშავებულ იქნა ის მექანიზმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს წარმომადგენლობისა და სამინისტროს, ასევე აფხაზეთის ა/რ სხვა სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე 2019 წლის 11 და 12 დეკემბერს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.
11 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, შეხვედრაზე შეფასდა დევნილთა საცხოვრებელი შენობის (ყოფილი სამხედრო დასახლება) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. მოსმენილ იქნა ინფორმაცია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.
12 დეკემბერს კი მინისტრი შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და დაათვალიერა სტალინის ქ.N4-ში მდებარე შენობაში (ყოფილი 64-ე პროფსასწავლებელი) სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.
12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.
მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია და ომის ვეტერანები დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2019 წლის 12 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ჩატარდა ,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის“ მეორე სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი და ქ. თბილისში არსებული ერთი ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია.
კომისიამ განცხადებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი და საჭიროდ ჩათვალა სხდომის გადადება. ხარვეზებისა და მათი გამოსწორების მექანიზმებზე მიეთითა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებს. შედეგად გადაწყდა, რომ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.
აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობმა კომისიამ 1019 წლის 06 დეკემბერს გამართა სხდომა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დემურიას ქუჩა # 1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, 2019 წლის 05 დეკემბერს სამინისტროში შემოსულ # 01/1516 განცხადებასთან დაკავშირებით.
კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებისთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილება დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს ადვოკატირებას, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას შემდეგ საკითხებზე:
- საარქივო დოკუმენტაციის მოძიება;
- სასამართლოში წარსადგენი განცხადების/სარჩელის მომზადება;
- შრომითი სტაჟის დადგენა;
- ქორწინების ფაქტის დადგენა;
- პირის გარდაცვლილად/უგზოუკვლოდ გამოცხადება;
- მხარდამჭერის სტატუსის მოპოვება;
- საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
- დევნილთა მიმართ სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება გრძელვადიანი უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
- დევნილთა მიმართ სხვადასხვა სახის სამართლებრივი საკითხები: