მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულმა ორგანომ აფხაზეთიდან დევნილ ოთხ შშმ პირს გადასაადგილებელი ეტლი გადასცა. ეტლები ქუთაისსა და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ.

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.

წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

 

იმერეთის, გურიის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე დავით მიქავა იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ტერიტორიულ ორგანოში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების და მოხელეთა შეფასების პროცესის მიმდინარეობა, შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვერას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ტერიტორიულ ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გ. კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა, მოხელეთა შეფასების პროცესის მნიშვნელობა, ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები.

 

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ 2020 წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი კორონავირუსის (Covid-19)-ის გავრცელების პრევენციისა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის წარმომადგენლობებისა და სამინისტროს შერწყმის პროცესს, რომელიც განხორციელდა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში.

მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მინისტრის კონსტანტინე კუჭუხიძის მიერ მიეწოდა დეტალური ინფორმაცია დასახული გეგმებისა და არსებული პრობლემების და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. ხაზი გაესვა დევნილთა ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ არსებულ მდგომარეობას და აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს.

მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა შეფასებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და განვითარების აუცილებლობა და მათთან მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე   მოსმენილ იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიში. ასევე განხილულ იქნა სხვა მიმდინარე საკითხები.

შეხვედრის ბოლოს მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

 

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღე აღინიშნება. თარიღი დააფუძნებულია მათ პატივსაცემად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა კონფლიქტებისა და დევნის გამო.
გადაწყვეტილება მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად 2000 წლის 4 დეკემბერს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით. ამ გადაწყვეტილებაში ჩაიდო მინიშნება, რომ 2001 წელი იყო 50-ე წლისთავი 1951 წლის კონვენციისა, რომელიც სწორედ ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრას მიეძღვნა.
ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერთიანდება ამ დღის აღსანიშნავად, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიმართვა მილიონობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის მიმართ.

 

2020 წლის 2 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე, მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილთა სტატისტიკური მონაცემების, მათი სოციალური მდგომარეობის, სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული ფინანსური დახმარების, დევნილთა საცხოვრებელი შენობების ტექნიკური მდგომარეობისა და მათში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, დევნილთა საცხოვრებლებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებას და დაიგეგმა შემდგომი, ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

გიგა ოთხოზორია მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა კოტე ბასარიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს, დევნილთა სამსახურის უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა და უფროსმა სპეციალისტმა ციალა კოპალიანმა, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის პირველ და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და დედ-მამით ობოლ დევნილებს სასურსათო კალათები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის ეგიდით აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, „დევნილთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დევნილი ომის მონაწილეების (ვეტერანების) და სხვა მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის სასურსათო კალათების გადასაცემად ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და აღმოსავლეთ საქრთველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დავით ძალამიძემ გიორგობის დღესასწაული მიულოცეს ქ.თბილისში, ყვარელის ქუჩაზე კოლექტიურად მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ დევნილებს და პირველადი მოხმარების სასურსათე ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის და თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის მეომართა კავშირს გადაეცათ პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი და ვაზიანის საწარმოში დამზადებული პირბადეები, რომელიც განკუთვნილია აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველი ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ჩართულობით და ხელშეწყობით მიმდინარეობს პირველადი მოხმარების სასურსათე ნობათების გადაცემა.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველის ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.