მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო, დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოებს ახორციელებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის გადაწყვეტილებით ქ.თბილისში ალექსიძის #1-ში მდებარე გეო- ფიზიკის ინსტიტუტის შენობაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, განხორციელდა ცენტრალური წყალსადენი მაგისტრალიდან განცალკევებული წყლის მილის დამოუკიდებელ საკონტროლო მრიცხევლამდე მიყვანა.

 წყალმომარაგების კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,,-ის მიერ დევნილების დასახლებაში განხორციელდება მოსახლეობის ინდივიდუალურ აბონენტებად აღრიცხვა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, ქ.თბილისში ნინოშვილის # 57-ში, სადაც აფხაზეთიდან კომპაქტურად განსახლებული დევნილები ცხოვრობენ, მიმდინარეობს შენობის კიბის უჯრედების სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოები.

 ▪️პროგრამის   ფარგლებში განხორციელდება შენობის კიბის უჯრედების შელესვა და სამღებრო სამუშაოები.

 

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - გურამ მისაბიშვილმა.

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ბესიკ ჭანტურიამ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქუთაისში, ავტოქარხნის აეროპორტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1992-1993 წლების ომი, რომელიც საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 1993 წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა, ასეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 300,000-მდე ადამიანი დევნილი გახადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა,  სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე  აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი ჩატარდა.

გამართულ ღონისძიებაში, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - გურამ მისაბიშვილმა.

 

2020 წლის 12 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში ჩატარდა „აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ სხდომა, სადაც განხილულ იქნა ორგანიზაციული საკითხები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პროგრამის განახლების შესახებ, რაც შესაბამისად აისახა სამინისტროს ასიგნებებში 80 000 ლარის ოდენობით. შედეგად, სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო აღდგენით სამუშაოებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვას.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს აბასთუმანში, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში 20 დღიანი სამკურნალო კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები "ფილტვის ცენტრში" 20 დღიან უფასო სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან. ცენტრში ბენეფიციარებისთვის განკუთვნილია სამჯერადი კვება.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს ,რომელშიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია ჩატარდეს ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ფუნქციური კვლევა. ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი პალატა (ინდივიდუალური სველი წერტილით და საშხაპეთი) და შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროგრამის განსახორციელებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დევნილებს შეუძლიათ დაუკვაშირდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

ტელ.: 577092545 ელ. ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 16.

2020 წლის 26 ივლისს ქ. თბილისის ვაკის რაიონში, ახალგაზრდულ ქალაქ „მზიურში“ გაიმართა მუსიკალურ-თეატრალიზირებული წარმოდგენა „ჩვენი ოცნების ცისარტყელები“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საესტრადო და საცირკო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები: „ორი ჯუჯა“, საესტრადო მომღერლები: ზურაბ კობეშავიძე, მაკა საჯაია, ჯამბაზები და სხვები. 

ღონისძიება ჩატარდა ქ. თბილისის მერიის, აფხაზეთის მთავრობისა და ვაკის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით. ასევე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა სამინისტროს ორგანიზებითა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით. გამართულ წარმოდგენას დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 5-დან 15 წლამდე ასაკის 60 -ზე მეტი მოზარდი.

 

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამსახურმა, საკურატორო რეგიონში მცხოვრებ ვეტერანის სტატუსის მაძიებელი დევნილი მოქალაქეებისათვის გასვლითი კომისიის სხდომა ჩაატარა, რომელსაც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანრი უბირია ხელმძღვანელობდა. კომისია ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა -18- მეომარმა გაიარა.

 

 

აფხაზეთის ავტონოიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც პროექტის "ევროპული არდადეგების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ბათუმის თოჯონებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა დევნილი ბავშვებისათვის ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" წარმოადგინა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრები გადეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე; იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრის 20 დღიანი სტაციონარული სარეაბილიტაციო პროგრამით უსასყიდლოდ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. სწორედ ამ პროგრამის დევნილი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ქ. თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრებს აწყობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი, ფილტვის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“2019 წელს დაარსდა. ცენტრი განთავსებულია დაბა აბასთუმნის შესასვლელში, ორი ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დამატებით დაირგო 200-მდე იშვიათი ჯიშის, ძირითადად წიწვოვანი ხემცენარე.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია ჩატარდეს ყველა თანამედროვე კლინიკურ-ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ფუნქციური კვლევა.

ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი პალატა (ინდივიდუალური სველი წერტილით და საშხაპეთი) და შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროგრამის განსახორციელებლად. პულმონური სარეაბილიტაციო ვარჯიშებისათვის ორგანიზებულია სპეციალური სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი დარბაზი. ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი. დაწესებულებაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პაციენტების სამჯერადი კვება სამკურნალო მენიუზე დაყრდნობით.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

 

პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.

პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.

პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კ. კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. მისაბიშვილმა, მინისტრის მოადგილემ დ. მიქავამ და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კ. ბასარიამ ქ. ზუგდიდში. აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი სავარძელ-ეტლები გადასცეს.